,,სიყვარულის სახელით’’
პროექტის მთავარი თემა: მოიკვლიონ და წარმოადგინონ მწერლობის, მხატვრობის, არქიტექტურის ის ნიმუშები, რომლებიც საყვარელი პიროვნების პატივსაცემად შექმნილა
პროექტის აქტუალობა: როგორ შეიცვალა სასიყვარულო ურთიერთობები და გზავნილები საუკუნეთა მანძილზე, რა გავლენა მოახდინა ტექნოლოგიების განვითარებამ – ბარათებიდან sms-მდე.
პროექტის მიზნები: თანამშრომლობის უნარის განვითარება, ინტერესთა შეთანხმება, კვლევა–ძიების, სინთეზისა და ანალიზის უნარის განვითარება
მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი
ვადები: 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები: ხელნაწერი ალბომის შექმნა გამოჩენილ ადამიანთა სასიყვარულო ისტორიების აღწერით, ხალხური და მხატვრული ნაწარმოებებიდან ამონარიდების ჩაწერით.
სლაიდშოუ.
ძირითადი რესურსები: პოეტური კრებული ,,სიყვარული’’, აკაკი გელოვანის ,,ხატოვანი გამონათქვამები’’, ისტორიისა და ხელოვნების სახელმძღვანელოები, ქართული პოეზიის მრავალტომეული, ისტ–ის ტექნოლოგიები.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებიდან წამოვიდა ინიციატივა – მოეკვლიათ გმოჩენილ ადამიანთა სასიყვარულო ისტორიები და შეექმნათ ალბომი მათი სურათებითა და მიმოწერით.
მოსწავლეებთან ერთად განვსაზღვრეთ სამუშაოს შესრულების ვადა და მივუთითე ინფორმაციის წყაროები და რესურსები. ვაძლევ მითითებას, რომ კვლევა–ძიება სამი მიმართულებით წარიმართოს
1) ცნობილ ადამიანთა სატრფიალო თავგადასავლები;
2) სატრფიალო ლირიკა ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში;
3) მუსიკა, ფერწერასა და არქიტექტურაში ამ თემებზე შექმნილი ნიმუშები.
მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად, წევრები თვითონ ინაწილებენ ფუნქციებს, ისახავენ მიზნებს, ამზადებენ ანგარიშს, რომელსაც ყოველ მე–3 დღეს ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დროს მაცნობენ;
1) ჯგუფის წევრები მოიძიებენ ბიბლიიდან, ძველი რომისა და ეგვიპტის ისტორიიდან სატრფიალო ამბებს;
2) ჯგუფის წევრები მოიძიებენ ხალხური და მხატვრული პოეზიიდან სატრფიალო ლირიკის ნიმუშებს;
3) ჯგუფი მოიძიებს მუსიკალურ ნაწარმოებს, მხატვრული ტილოების რეპროდუქციებს, დაამზადებს ,,სიყვარულის სავარძლის’’ მაკეტს, ჩაწერს თქმულებებს სემირამიდას დაკიდულ ბაღებზე და ტაჯმაჰალზე;
ჯგუფებიდან ერთ–ერთ წევრს დავალებული ჰქონდა მათი ჯგუფის მიერ პროექტის მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების პრეზენტაცია, მოსწავლეებთან შეთანხმებული
შეფასების რუბრიკის შესაბამისად ვაფასებთ პროექტის განხორციელებას და მიღებულ შედეგებს.
საგნებთან კავშირი: ისტორია, ხელოვნება და მუსიკა.
პროექტის ხელმძღვანელი: მარინა ძავაშვილი.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: marinadzavashvili@gmail.com
No comments:
Post a Comment